Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მუშები გაიფიცნენ


ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ მუშები, რომლებიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს აშენებენ. ისინი მოითხოვენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, ყოველდღიური ანაზღაურება 21 ლარი 30 ლარამდე გაუზარდონ. გაფიცულ მუშებს შეხვდა ავტომაგისტრალის მშენებელი ჩინური კომპანიის მენეჯერის მოადგილე გურამ ვახტანგიშვილი. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამუშაოს დამკვეთმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომლის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართება. გურამ ვახტანგიშვილის განცხადებით, ხელფასის მომატების საკითხი 29 მაისისთვის გადაწყდება.

XS
SM
MD
LG