Accessibility links

logo-print

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ


თბილისში გაიფიცნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. ისინი მოითხოვენ, რომ ხელნაწერთა ცენტრს ავტონომია მიენიჭოს და გაუქმდეს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი. გასულ კვირაში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია. ცენტრის გაფიცული თანამშრომლები დირექტორის თანამდებობაზე ბუბა კუდავას დაბრუნებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG