Accessibility links

logo-print

დაკავებულია სამი მცირეწლოვანი ბავშვის ცემაში ბრალდებული


სამი მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ბრალდებით პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. შსს-ს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა ჯანმრთელობა დაუზიანა 1 და 3 წლის გერებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 4 წლის შვილს. სამინისტროს ცნობითვე, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

XS
SM
MD
LG