Accessibility links

შიიტთა რაზმი მთავრობის ჯარს შეუერთდა ქალაქ რამადის კვლავ ასაღებად


ერაყის ოფიციალურ პირთა თანახმად, შიიტთა რაზმი შეუერთდა მთავრობის ჯარს, რათა კვლავ აიღონ ქალაქი რამადი, სუნიტებით დასახლებული რეგიონის, ანბარის დედაქალაქი, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ შაბათ-კვირას დაიკავა. ანბარის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ, საბა კარჰუტმა განაცხადა, რომ შიიტი მეომრები ჩავიდნენ რამადის მახლობლად, ბაღდადიდან 110 კილომეტრში მდებარე, სამხედრო ბაზაზე და შეუერთდნენ მთავრობის კონიტროლის ქვეშ მყოფ სახალხო მობილიზაციის ლაშქარს, ჰაშედ ალ-შააბის. საბჭოს ცნობით, რამადის განთავისუფლების ოპერაციაში სამი ათასამდე შიიტი მეომარი მიიღებს მონაწილეობას. შიიტთა რაზმის როლი, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, გადამწყვეტი იყო თიქრითის აღებაში, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს ჰქონდა დაკავებული აპრილის დასაწყისში. თუმცა, რაზმს ადანაშაულებენ შურისძიების მიზნით სუნიტ მუსლიმებზე თავდასხმაში, მანამდე, შიიტების მიმართ სისასტიკის საპასუხოდ. ერაყის პრემიერი, ჰაიდარ ალ აბადი, მთავრობის მომხრე სუნიტი ლიდერები ანბარში, ასევე აშშ, არ უჭერდნენ მხარს შიიტთა რაზმის რამადისთან განთავსებას, მაგრამ ანბარის სუნიტი ლიდერების თქმით, სახალხო ლაშქრის გარეშე მთავრობის ჯარს გაუჭირდება რამადის აღება.

XS
SM
MD
LG