Accessibility links

logo-print

ირანს ნავთობის ექსპორტის განახლების იმედი აქვს


ირანმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ნავთობის ექსპორტი სანქციებამდელ დონეს მიაღწევს სამ თვეში მას მერე, რაც მსოფლიოს ქვეყნების ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმებას მიაღწევენ. ირანის ნავთობის მინისტის მოადგილემ, როქნედინ ჯავადიმ როიტერის სააგენტოსთან საუბარში, 18 მაისს, იმედი გამოთქვა, რომ ირანი სანქციებამდე დონეს მიაღწევს ნავთობის ექსპორტის სფეროში. ჯავადის თანახმად, ირანი მიზნად ისახავს, დღეში ორნახევარი მილიონი ბარელი ნავთობი გაყიდოს. ირანი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ასევე გერმანია, ივნისის ბოლო გეგმავენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რასაც ისლამური რესპუბლიკისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება მოჰყვება.

XS
SM
MD
LG