Accessibility links

მაკედონიის ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებს


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებს საპროტესტო გამოსვლებს, სანამ არ გადაგება პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სკოპიედან, რომ 40 ათასამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა ანტისამთავრობო გამოსვლაში, რომელიც ჩატარდა ოპოზიციური პარტიების, ინიციტივით. მათ სათავეში სოციალ დემოკრატები დგანან. გამოსვლები მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას, რომ მინისტრები ჩართული იყვნენ არჩევნების შედეგების გაყალბებაში. გრუევსკი, რომელიც 2006 წლიდან პრემიერ-მინისტრია, უარყოფს ასეთ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG