Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ნულანდის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ნიშანია


ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი მოსკოვში კრემლმა შეაფასა, როგორც ორმხრივი ურთიერობის განვითარების ნიშანი. ნულანდი მეორე დღეა მოსკოვში იმყოფება. ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. 18 მაისს დაგეგმილი იყო მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყებაში. დღის წესრიგშია მსჯელობა ვითარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და მინსკის შეთანხმებების შესრულებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე.გასულ კვირაში უკრაინის კრიზისი განიხილეს სოჭში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტს შეკითხვას, არის თუ არა ნულანდის ვიზიტი იმის ნიშანი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება და დასძინა, რომ როცა პრეზიდენტი პუტინი ლავროვს და კერის ხვდებოდა, ითქვა, რომ საჭიროა უფრო ახლო დიალოგი. ნულანდი შეხვდა ვეტერან უფლებადამცველ ლუდმილა ალექსეევას.

XS
SM
MD
LG