Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას ტერორიზმის ბრალდების წაყენება სურს სავარაუდოდ რუსი სამხედროებისთვის


უკრაინა აცხადებს, რომ ტერორიზმის ბრალდებებს წაუყენებს ორ, სავარაუდოდ რუს სამხედროს, რომლებიც, უკრაინის ინფორმაციით, დააკავეს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინაში. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ 18 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორ სამხედროს წაუყენებენ „ტერორისტული დანაშაულის“ ჩადენის და „ტერორისტული მოქმედებების“ განხორციელების ბრალდებებს. უკრაინის არმია „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ უწოდებს თავის ბრძოლას სეპარატისტების წინააღმდეგ. არმია აცხადებს, რომ ორი რუსი სამხედრო დააკავეს ქალაქ სჩასტიეში, ლუგანსკის რეგიონის ფრონტის ხაზის ახლოს. რუსეთმა ბევრჯერ უარყო კიევის, დასავლეთის მთავრობების და ნატოს მიერ წაყენებული ბრალდება, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს იარაღით და სამხედროებით ამარაგებს და წვრთნის. გაეროს შეფასებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 6100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა 2014 წლის აპრილის შემდეგ.

XS
SM
MD
LG