Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა ავსტრიის პრეზიდენტს


საქართველოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა. მას დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა საპრეზიდენტო სასახლეში. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და საქართველოს დაახლოებაზე ევროპულ სტრუქტურებთან. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის და მარგიტ ფიშერის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გამართეს. ხვალ თბილისში გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი.

XS
SM
MD
LG