Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი რეგიონში ეკონომიკური აქტივობის კლებას პროგნოზირებს


2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის მაისის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საქართველოში 4.7%-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა, 2016 წლისათვის მოსალოდნელია 3 პროცენტამდე მატება. "ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა, შედეგად თურქმენეთში და აზერბაიჯანში 2015 წლის დასაწყისში ვალუტებმა დევალვაცია განიცადა. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს საერთაშორისო რეზერვების დასაცავად და ფულადი გზავნილების შიდა სავალუტო ღირებულების მხარდასაჭერად", - ნათქვამია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG