Accessibility links

logo-print

გიორგი აბაშიშვილი: სავალუტო კრიზისის დროს აუცილებელია კოორდინაცია


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსისა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო ურთიერთბრალდებებისთვის და მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯებია. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ანგარიში, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგება. „ჩვენი პოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში დაწყებული სავალუტო კრიზისიდან დღემდე, არის სწორედ მოწოდება კოორდინაციისკენ და ურთიერთთანამშრომლობისკენ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

XS
SM
MD
LG