Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია


დღეს თბილისს ეწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის წარმომადგენლები 2 ივნისამდე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, საქართველოში წლევანდელი ეკონომიკური ზრდა 2% იქნება. ფონდის ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-დან 2%-მდე შემცირდა, თუმცა 2016 წლისთვის 3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. "ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირების და რუსული რუბლის გაუფასურების შედეგად თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ვალუტამ დევალვაცია განიცადა, ხოლო სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაუშვეს საერთაშორისო რეზერვების დასაცავად და ფულადი გზავნილების შიდა სავალუტო ღირებულების მხარდასაჭერად", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG