Accessibility links

logo-print

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფება ბრიუსელში, სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობს. შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია ევროპაში არსებული კონფლიქტები, რომელთა განხილვისას თამარ ბერუჩაშვილი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისთვის ევროსაბჭოს მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობაზე. სხდომაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ცნობად მიიღებენ ორგანიზაციის გენერალური მდივნის რიგით მე-11, კონსოლიდირებულ ანგარიშს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.

XS
SM
MD
LG