Accessibility links

logo-print

ავღანეთში პატიმრობა მიუსაჯეს 11 პოლიციელს, რომელმაც ვერ შეაჩერა ლინჩის წესით ქალის გასამართლება


ავღანეთში სასამართლომ თითო წლით პატიმრობა მიუსაჯა 11 პოლიციელს, რომელმაც ვერ შეაჩერა ბრბო წელს მარტში ქაბულში ახალგაზრდა ქალის ლინჩის წესით გასამართლებისას. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაწყვეტილების გასაჩივრება. კიდევ რვა პოლიციელი გაათავისუფლეს მათ წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო. 19 პოლიციელი მიეკუთვნებოდა 49 ადამიანს, რომელსაც ბრალდებები წაუყენეს 27 წლის ქალის, ფარხუნდას, ლინჩის წესით გასამართლების გამო. ის 19 მარტს, დღისით, ცემით მოკლეს, დაწვეს და მდინარეში გადააგდეს ყურანის დაწვის ბრალდების გამო. ფარხუნდას მკვლელობას მოჰყვა საპროტესტო აქციები ავღანეთში და მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ გაამახვილა ავღანეთში ქალების მდგომარეობაზე. მიმდინარე თვეში, ამ საქმესთან დაკავშირებით, სიკვდილი მიუსაჯეს ოთხ კაცს და 16 წლით პატიმრობა რვა პირს.

XS
SM
MD
LG