Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შიიტი მებრძოლები გროვდებიან ქალაქ რამადისთან, კონტრიერიშის დასაწყებად


ერაყში ათასობით შიიტი მებრძოლი იკრიბება სამხედრო ბაზაზე ქალაქ რამადისთან, რომელზეც 17 მაისს კონტროლი დაამყარა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. შიიტები სხვებთან ერთად ემზადებიან კონტშეტევისათვის რამადის ასაღებად. ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი აქამდე თავს არიდებდა შიიტების რაზმების განთავსებას რამადიში, რომლის მოსახლეობასაც უმეტესწილად სუნიტები შეადგენენ. ამასობაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა რამადიდან წინ წაიწიეს ქალაქ ალ-ხალიდიის გარეუბნებისაკენ, ჰაბინიის სამხედრო ბაზისაკენ, სადაც მიმდინარეობს რამადიზე კონტრშეტევისათვის მზადება. ამავდროულად, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავებმა გაააქტიურეს იერიშები ექსტრემისტების პოზიციებზე. ბოლო დღეებში 500-მდე ადამიანი დაიღუპა რამადისთვის ბრძოლის შედეგად და ათასობით ადამიანი გაიქცა ქალაქიდან.

XS
SM
MD
LG