Accessibility links

logo-print

რუსეთს დააჯარიმებენ კანადის ჰიმნის დროს რუსი ჰოკეისტების მოედნიდან გასვლისთვის


ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია რუსეთს დააჯარიმებს მსოფლიო ჩემპიონატიის ფინალური მატჩის შემდეგ, კანადის ჰიმნის დროს, რუსი ჰოკეისტების მოედნიდან გასვლის გამო. 17 მაისს პრაღაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში კანადის ეროვნულმა ნაკრებმა 6:1 დაამარცხა რუსეთის ნაკრები. რუსი ჰოკეისტების უმრავლესობამ - ვერცხლის მედლებით დაჯილდოვების შემდეგ - გასახდელს მიაშურა დასკვნითი ცერემონიის დასრულებამდე. ყინულზე დარჩა სულ რამდენიმე მათგანი, მათ შორის გუნდის ვარსკვლავები ალექს ოვეჩკინი და ევგენი მალკინი. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფეიზელმა „მიუღებელი“ უწოდა რუსი ჰოკეისტების მოქმედებას და განაცხადა, რომ ფედერაცია მიმართავს „გარკვეული სახის სასჯელს“. რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადისლავ ტრეტიაკმა კი ინციდენტის მიზეზად „საორგანიზაციო შეცდომა“ დაასახელა.

XS
SM
MD
LG