Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმართება ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა სერგეი ლავროვთან


ბრიუსელში იმართება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სხდომასთან დაკავშირებით. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შესაწყვეტად თებერვალში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზე. მოგვიანებით ლავროვი შეხვდება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც, რომელიც მონაწილეობს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში. დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია ევროპაში არსებული კონფლიქტები.

XS
SM
MD
LG