Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების დახმარება


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს უთხრა, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარება. სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეთა დღეს ბრიუსელში ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. „კვლავ გამოვხატე ნატოს ძალიან მკვეთრი პოზიცია ყირიმის უკანონო ანექსიასთან და, აგრეთვე, აღმოსავლეთ უკრაინაში (რუსეთის) ძალიან სერიოზულ აგრესიასთან დაკავშირებით. ხაზის გავუსვი მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების მნიშვნელობას“, განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე ლავროვს მოუწოდა რუსეთის „გამჭვირვალებისაკენ“ სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციურად სახიფათო გაუგებრობები. სერგეი ლავროვი ბრიუსელს ეწვია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სხდომასთან დაკავშირებით. ის დღესვე ხვდება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG