Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ, რომელიც კრემლის ოპონენტებს მიაჩნიათ მორიგ ნაბიჯად არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად. კანონპროექტით „არასასურველად“ შეიძლება გამოცხადდეს უცხოური, ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის კონსტიტუციური მოწყობის, მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისათვის“. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, რაც ფორმალობად არის მიჩნეული, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უფლებადამცველი ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ კანონპროექტს. 2012 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომლითაც დაშვებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადება, თუ ის უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. პუტინმა ბოლოხანს კვლავ გამოთქვა ბრალდება, რომ დასავლეთის უშიშროების სამსახურები არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ „რუსეთის დესტაბილიზაციისათვის“.

XS
SM
MD
LG