Accessibility links

logo-print

თეთრ სახლში იმსჯელეს ერაყისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე


19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებს შეხვდა იმისათვის რომ გადაეწყვიტა ერაყელებისთვის წვრთნისა და იარაღის მიწოდების გაზრდის საკითხი. გასულ შაბათ-კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა ქალაქი რამადი, ანბარის პროვინციის დედაქალაქი. ერაყელთა ამ მარცხის გამო აშშ-ის კონგრესში გამწვავდა რესპუბლიკელების მხრიდან თეთრი სახლის კრიტიკა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა ერაყის მინისტრთა საბჭოს 19 მაისის გადაწყვეტილებას ერაყის არმიაში გაწვევის გაზრდასა და ანბარის პროვინციის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ სწრაფად გაწვრთნან და აღჭურვონ ადგილობრივები. ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ „დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა“ ერაყის პრემიერმინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის მიმართ. თეთრ სახლში 19 მაისს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა 25 მრჩეველი, მათ შორის - ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი და გენერალი ლოიდ ოსტინი ცენტრალური სარდლობიდან. თეთრ სახლში გამართული ამ შეხვედრის პარალელურად, საპასუხო იერიშისთვის სამზადისში რამადის აღმოსავლეთით შეიკრიბა ირანის მიერ მხარდაჭერილი ათასობით შიიტი მებრძოლი.

XS
SM
MD
LG