Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს დასავლეთთან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დასავლეთთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ფედერაციის საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ „ცდილობს რუსეთში ანტისამთავრობო ძალების მხარდაჭერას“, რაც, მისი თქმით, „დესტრუქციული ნაბიჯია“ ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამავე დროს, ლავროვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი „კიევზე თავის გავლენას გამოიყენებს საიმისოდ, რომ აღკვეთოს ახალი სამხედრო თავგადასავლები.“ ლავროვის განცხადებების ფონია ცივი ომის პერიოდის შემდეგ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის უპრეცედენტოდ დაძაბვა,მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ასევე ადანაშაულებენ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების სამხედრო ძალით და იარაღით მომარაგებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს. 19 მაისს, ბრიუსელში ვიზიტის დროს, ლავროვმა ევროკავშირი გააფრთხილა არ გადადგას ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა ავნოს რუსეთის ინტერესებს და დასძინა, რომ ბლოკის ურთიერთობას მის აღმოსავლელ მეზობლებთან არ უნდა მოჰყვეს მოსკოვისთვის უარყოფითი შედეგები. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა რიგაში დანიშნული აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ.

XS
SM
MD
LG