Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა განიხილავს ერაყისთვის დახმარების გაზრდას, რამადის დაბრუნების მიზნით


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 19 მაისს შეხვედრა გამართა ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის მრჩევლებთან, რათა განეხილა ერაყელებისთვის საწვრთნელი პროგრამების და იარაღის მიწოდების გაზრდა, იმისთვის, რომ მათ დაეხმაროს ქალაქ რამადის დაბრუნებაში ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებისგან. თეთრი სახლი, რომელსაც კონგრესში რესპუბლიკელები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ ისლამური სახელმწიფოს მიერ რამადიზე კონტროლის დამყარების გამო, აცხადებს, რომ ობამა მიესალმა ერაყის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას გაიზარდოს ერაყის არმიის რიგები და ანბარის პროვინციაში უფრო სწრაფად გაიწვრთნას და შეიარაღდეს ადგილობრივი ძალები. ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ერაყის პრემიერ-მინისტრს, ჰაიდარ ალ-აბადის - ამის შესახებ ცნობა თეთრმა სახლმა გაავრცელა შეხვედრის შემდეგ. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის ფონზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ათასობით შიიტი მებრძოლი იკრიბება რამადის აღმოსავლეთით, კონტრშეტევის დასაწყებად.

XS
SM
MD
LG