Accessibility links

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს 6 მშვიდობიანი მოქალაქე


ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 6 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან დააკავეს რუსეთის სამხედროებმა. რადიო თავისუფლებას საქართველოს შსს-დან აცნობეს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 6 მოქალაქე ოსმა სამართალდამცავებმა სოფელ ერგნეთთან გადასცეს ქართველ პოლიციელებს.

XS
SM
MD
LG