Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესიაშვილმა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერად შეაფასა ნატოს დეკლარაცია


ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს, ნატოს გაფართოებას შეეხება. ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერად შეაფასა დეკლარაციის პუნქტი, რომელიც, სესიაშვილის თქმით, ნატოს სახელმწიფოებს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისკენ მოუწოდებს. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებულ დეკლარაციას საქართველოს დელეგაციის ძალისხმევით დაემატა ახალი, მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, ნატოს გაფართოების პროცესი მესამე მხარის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა, 18 მაისს დასრულდა.

XS
SM
MD
LG