Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებელი მუშები გაფიცვას განაგრძობენ


გაფიცვას განაგრძობენ მუშები, რომლებიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს აშენებენ. ისინი ლარის გაუფასურების გამო მოითხოვენ ყოველდღიური ანაზღაურების, 21 ლარის, 30 ლარამდე გაზრდას. გაფიცულებმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს, რომ მათთვის ხელფასის მომატების გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს მშენებლობის დამკვეთმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა. მუშების განცხადებით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას უვადოდ განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG