Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ თითქმის მთლიანად დაეპატრონა სირიის ქალაქ პალმირას


სირიელმა აქტივისტებმა 20 მაისს განაცხადეს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ახლა თითქმის მთლიანად აკონტროლებს ანტიკურ ქალაქ პალმირას. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქზე სირიის არმიასთან და მის მოკავშირეებთან ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. ქალაქიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ბევრი შიშობს, რომ ექსტრემისტები დააზიანებენ ან დაანგრევენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ობიექტებს. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, რომლებმაც 2014 წლის ივნისში სირიისა და ერაყის ტერიტორიის მოზრდილი მონაკვეთები დაიკავეს, ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე უძველესი ძეგლი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG