Accessibility links

logo-print

მუშები გაფიცვას განაგრძობენ


უკვე მესამე დღეა, გაფიცულია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე 150 მუშა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ფასების მატების გამო მათი დღიური ანაზღაურება 21 ლარი (დაახლოებით 9 აშშ დოლარი) არაფერში ჰყოფნით. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელფასების მომატებაზე თანახმანი არიან, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, როდიდან და რამდენად გაიზრდება მუშების გასამრჯელო.

XS
SM
MD
LG