Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი „წარმოუდგენლად“ მიიჩნევს „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „წარმოუდგენლად“ მიიჩნევს „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას, სანამ მოსკოვი არ იმოქმედებს დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებით. მერკელმა ეს განცხადება გააკეთა დღეს გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, რიგაში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად გამგზავრებამდე. ამ გამოსვლისას, მერკელმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში მოსკოვის მოქმედება. "დიდი შვიდეული" არის მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იტალიას.

XS
SM
MD
LG