Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი შეხვდება ევროკავშირის ხელმძღვანელებსა და ევროპის ქვეყნების ლიდერებს


დღეს რიგაში იხსნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების ოფიციალური პირები. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამიტის ფარგლებში შეხვდება ევრკავშირის ხელმძღვანელებს, ლატვიის და საფრანგეთის პრეზიდენტებს - ანდრის ბერზინშს და ფრანსუა ოლანდს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და იტალიის, შვედეთის, ბელგიის, ხორვატიის, სლოვენიის,ბულგარეთის და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებს. რიგის სამიტზე, რომელიც 22 მაისს დეკლარაციის მიღებით დასრულდება, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შედეგებსა და შემდგომ პოლიტიკას განიხილავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რიგაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რომელიც 2013 წელს გაიმართა, საქართველომ არაერთ შედეგს მიაღწია, რაც ადეკვატურად აისახა რიგის სამიტის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს მიზანია, რომ მის მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის უკვე შესრულებული მოთხოვნები ადეკვატურად აისახოს რიგის სამიტის დეკლარაციაში.

XS
SM
MD
LG