Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაუქმებას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაუქმებას. პარლამენტმა 21 მაისს დაამტკიცა კანონპროექტები, რომელთა შესაბამისადაც გაუქმდება 1995 წელს დადებული შეთანხმება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და შეთანხმება მოლდავეთში განთავსებული რუსი სამხედროების უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტზე. ასევე უქმდება შეთანხმებები სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე და გასაიდუმლოებული ინფორმაციის დაცვაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებების ფონია დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში: ცალკეული შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის მიუხედავად თებერვალში მინსკში გაფორმებული ზავისა. 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 6100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG