Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: უკრაინის კრიზისი „უფრო მნიშვნელოვანს“ ხდის აღმოსავლეთის პარტნიორობას


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის აზრით, უკრაინის კრიზისი კიდევ "უფრო მნიშვნელოვანს“ ხდის ევროკავშირის პარტნიორობას ექვს აღმოსავლელ მეზობელთან. ეს შეფასება მერკელმა გამოთქვა 21 მაისს გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით რიგაში გამგზავრებამდე. მან ისაუბრა აგრეთვე აღმოსავლელი პარტნიორების მიერ რეფორმების გაგრძელების საჭიროებაზე, რასაც დაუკავშირა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხით: „მაგალითად, სავიზო რეჟიმის გამარტივება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შესრულდება საამისოდ განსაზღვრული ყველა პირობა. ევროპის კომისია ბოლოხანს წარმოდგენილ ანგარიშში მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველომ და უკრაინამ უკვე დიდი ძალისხმევა გასწიეს, მაგრამ ეს ძალისხმევა ჯერ არ არის საკმარისი და კიდევ გარკვეული გაუმჯობესება არის საჭირო“ - განაცხადა გერმანიის პარლამენტში კანცლერმა მერკელმა. მისივე თქმით, ევროკომისია წლის ბოლოს წარმოადგენს კიდევ ერთ ანგარიშს - რაც უჩვეულოა, რადგან ჩვეულებრივ წელიწადში მხოლოდ ერთი ასეთი ანგარიში მზადდება - მიღწეული წინსვლის ასახვის მიზნით და ეს საქართველოსა და უკრაინას აძლევს შანსს, მანამდე წინ გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი.

XS
SM
MD
LG