Accessibility links

logo-print

სომხეთს და ბელორუსიას მოთხოვნა აქვთ რიგის სამიტის დეკლარაციის მიმართ


საინფორმაციო სააგენტო "რეიტერის" ცნობით, სომხეთი და ბელორუსია არ აპირებენ ხელი მოაწერონ რიგის სამიტის დეკლარაციას, თუ ის „უკანონოს“ უწოდებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ამავე წყაროს თანახმად, ევროკავშირის დიპლომატებმა მათ უკვე წარუდგინეს კომპრომისული ტექსტი: მასში საუბარია ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის დაგმობაზე და ასევე ნახსენებია შარშან მარტში გაეროში გამართული კენჭისყრა, რომლის დროსაც სომხეთმა და ბელორუსიამ მოსკოვის მხარე დაიჭირეს. 21-22 მაისს რიგაში იმართება აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი. შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG