Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ნახსენები იქნება "ევროპული არჩევანი"


რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რიგის სამიტის დასკვნითი დეკლარაციის პროექტს ბოლო მომენტში დაამატეს ფრაზა, რომელიც ეხება ევკროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, „ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს“. ტექსტში ნათქვამია, რომ „სამიტის მონაწილეები აღიარებენ ... პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს აღნიშნულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებში“. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიტვამ, პოლონეთმა და შვედეთმა აქტიურად იმუშავეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ტექსტში ამ დამატების შესატანად. დამატების ეს და სხვა მომხრეები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმებით, რიგაში არ უნდა მიიღონ დეკლარაცია, რომელიც იქნებოდა უფრო სუსტი, ვიდრე წინა სამიტზე, 2013 წელს ვილნიუსში.

XS
SM
MD
LG