Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი შეუერთდა „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს“


ყირგიზეთი შეუერთდა „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს“, რომელშიც რუსეთი დომინირებს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა 21 მაისს ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რატიფიცირებულ იქნა მისი ქვეყნის მიერთება რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსიისა და სომხეთისაგან შემდგარ ჯგუფთან. რატიფიკაციის ცერემონიაზე ატამბაევმა "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" შესვლას უწოდა „შანსი“ ყირგიზეთის ეკონომიკისათვის. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირით“ ფართოვდება რუსეთის ინიციატივით შექმნილი „საბაჟო კავშირი“, რათა შეიქმნას საერთო ბაზარი საქონლისა და მომსახურების თავისუფლად გადაადგილებისათვის. „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ შემავალ ხუთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 180 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG