Accessibility links

logo-print

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები ზეწოლაში ადანაშაულებენ განათლების მინისტრს


საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ზეწოლაში ადანაშაულებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს. მათ 21 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათი პროტესტის პასუხად, განათლების სამინისტრომ ზეწოლისა და დაშინების ბერკეტი აამოქმედა. ცენტრის კოლექტივი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულია, აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ განათლების მინისტრის ბრალდებები უსაფუძვლოა. მანამდე თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურმა უწყებაში დარღვევები აღმოაჩინა და შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს ხელნაწერთა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას საქმიანობით.

XS
SM
MD
LG