Accessibility links

ლიტველი მინისტრი: საქართველოს აქვს შანსი, წელსვე მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, საქართველოს აქვს შანსი, რომ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება. ამის შესახებ ლინკიავიჩუსმა განაცხადა რიგაში, რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას: „ვფიქრობ, [სავიზო ლიბერალიზაციის] პროცესი მეტად მშვიდი და დადებითი პროცესია. მართალია, სამიტისთვის დასახულ ზოგიერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პროცესი წინ მიდის და არსებობს ძალიან კარგი შანსი, - განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, საქართველოსათვის - და ასევე უკრაინისთვისაც, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის მთავარი და ეს ჩვენს პარტნიორებს უნდა შევატყობინოთ. ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ უარყოფით მხარეებზე საუბრობს,“ - განაცხადა ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. რიგაში 21-22 მაისს იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი.

XS
SM
MD
LG