Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი


რიგაში 21-22 მაისს იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი - რიგით მეოთხე ასეთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო სამიტის მასპინძელი ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინსთან შეხვედრით. ცნობების თანახმად, ბერზინსმა დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ლატვიაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. სამიტის ფარგლებში მთაარი სამუშაო 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG