Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ბრძოლა წაგებული არ არის


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღიარებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყის ქალაქ რამადის აღება იყო „ტაქტიკური მარცხი“, თუმცა დასძენს, არ ვფიქრობ, რომ ბრძოლას ვაგებთო. ეს განცხადება ობამამ დღეს გააკეთა, აშშ-ის ჟურნალ „ატლანტიკთან“ მიცემულ ინტერვიუში. „სუნიტების მიერ დასახლებულ ადგილებში უთუოდ უნდა გავაძლიეროთ არა მხოლოდ წვრთნა, არამედ უფრო უნდა გავაქტიურდეთ. და უნდა მოვახერხოთ, რომ სუნიტები თავადაც უფრო მეტად იყვნენ ჩართული ამ პროცესში ვიდრე დღეს არიან.“ - თქვა ობამამ. გასულ შაბათ-კვირას დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა ქალაქი რამადი, ანბარის პროვინციის დედაქალაქი. დღეს კი მათ საბოლოოდ აიღეს სირიის ანტიკური ქალაქი, პალმირა.

XS
SM
MD
LG