Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ერაყთან საზღვარზე


სირიის ხელისუფლებამ სრულად დაკარგა კონტროლი ერაყთან საზღვარზე მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაიკავეს საკონტროლო-გამშვები პუნტქი ეტ-ტანფი ჰომსის პროვინციაში. ეს იყო უკანასკნელი სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც სირიის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირდებოდა. მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ სირიის ტერიტორიის ნახევარსა და ასევე ერაყის თითქმის ნახევარს, ახლა „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG