Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციები გამართეს


რიგის სამიტის მსვლელობის პარალელურად, გუშინ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში მშვიდობიანი აქციები გამართეს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მშვიდობიანი აქციებით მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ევროპულ არჩევანს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს რიგის სამიტის დასკვნით ეტაპზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას რიგასა და ბერლინშიც გამართავენ.

XS
SM
MD
LG