Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი რიგაში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემები იქნება საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, ევროკავშირთან ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. პრემიერ-მინისტრი შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, გარდა საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიეთობების გაღრმავებისა, მხარეები განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.

XS
SM
MD
LG