Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების შეკითხვებს უპასუხეს


საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ მთავრობის კანცელარიაზე დაყრდნობით წერს, Guardian, El Mundo, Frankfurter Allgemeine Zeitung, - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ. მინისტრებმა ცნობილი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს. ინტერვიუს მთავარი თემები საქართველოს ევროპული მისწრაფებები, რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები იყო.

XS
SM
MD
LG