Accessibility links

logo-print

რიგაში განიხილეს საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის საკითხები


საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები რიგაში შეხვდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის. მან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-იტალიის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი. ირაკლი ღარიბაშვილმა მატეო რენცის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG