Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციის წევრები საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდნენ


„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დღეს რიგაში შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს მადლობა გადაუხადასაქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში. მხარეებმა განიხილეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივაც. ფრანსუა ოლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს პირადად მიულოცა მესამე ვაჟის დაბადება.

XS
SM
MD
LG