Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში


გერმანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, დღეს რიგაში, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. პრესსამსახურის ცნობითვე, მხარეებმა ისაუბრეს რიგის „აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველოს მიერ მოკლე დროში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა რეფორმების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს დონორებს შორის მეორე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG