Accessibility links

logo-print

მოლდავეთს სურს, უმასპინძლოს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალ სამიტს


"აღმოსავლეთის პარტნიორობის" რიგის სამიტზე მოლდავეთის დელეგაცია გამოვიდა წინადადებით, 2017 წლისთვის დაგეგმილი სამიტი ამ ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდეს. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, როგორც წესი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი სამიტი დიდ ბრიტანეთში ან მალტაში უნდა ჩატარდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა სამიტს ვერ მასპინძლობს, მაშინ ის ბრიუსელში უნდა მოეწყოს.

XS
SM
MD
LG