Accessibility links

ოლანდი: რუსეთსა და სეპარატისტებზე ზეწოლა უნდა განვახორციელოთ


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ, უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა, რათ მათ პატივი სცენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. როგორც ოლანდმა დღეს, "აღმოსავლეთის პარტნიორობის" რიგის სამიტზე უთხრა ჟურნალისტებს, აშკარაა, რომ საზავო შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის განხორციელება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებსა და რუსეთზე, დაიცვან მინსკის საზავო შეთანხმებაო - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG