Accessibility links

logo-print

უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს 1,8-მილიარდევროიან შეთანხმებას


დღეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე ევროკავშირმა და უკრანიამ ხელი მოაწერეს 1,8-მილიარდევროიან შეთანხმებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას ეკონომიკის გაჯანსაღებაში. „ასოშიეიტედ პრესის“ სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმება ხორციელდება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარება უკრაინაში ექვს მილიარდამდე ევრო შეადგინა. რიგის სამიტზე ევროკავშირი ასევე დაჰპირდა საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას 200-მილიონი ევროს ოდენობის გრანტების გაცემას პატარა და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG