Accessibility links

logo-print

პესკოვი: ვდგამთ საჭირო ნაბიჭებს უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების გასათავისუფლებლად


დღეს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი „დგამს საჭირო ნაბიჯებს“, რათა გაათავისუფლოს თავისი ორი მოქალაქე, რომლებიც ტყვედ აიყვანეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ისინი 20 მაისს დაკითხეს ეუთოს წარმომადგენლებმა. ეუთო, რომელიც მინსკის საზავო შეთანხმების მონიტორინგს ახორციელებს, ამბობს, რომ ტყვეებმა დაადასტურეს რუსეთის მისიაში ყოფნა. ამას უარყოფს მოსკოვი და ამბობს, რომ მამაკაცები არ იყვნენ აქტიურ სამხედრო სამსახურში და უკრაინაში საკუთარი ინიციატივით ჩავიდნენ. კიევი აპირებს ტყვეებს ოფიციალურად წაუყენოს ბრალი ტერორისტული ქმედებების განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG