Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში თავს დაესხნენ შიიტურ მეჩეთს


დღეს გახდა ცნობილი საუდის არაბეთში შიიტურ მეჩეთზე მოწყობილი თავდასხმის ამბავი. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქატიფის პროვინციაში, მეჩეთის მახლობლად მოხდა აფეთქება პარასკევის ლოცვების შემდეგ. ადგილობრივ მოსახლეებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმისას დაიღუპა ბევრი სამოქალაქო პირი. ქატიფის პროვინცია ძირითადად შიიტი მუსლიმებითაა დასახლებული. შარშან, ნოემბერში, ტერორისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საუდის არაბეთის აღმოსავლეთში განახორციელა შეტევა, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG